ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2019 წელს ფინანსურ სარგებელს მიიღებენ

1) ვერძი - თქვენი საფულე 2019 წელს შევსებას დაიწყებს. მთავარია ფული რაიმე ბიზნესში ჩადოთ და დარწმუნებული იყოთ რომ ბიზნესი გაამართლებს. 2019 წელს თქვენ ფული არ გამოგელევათ, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ყურადღებით ყოფნა. შეეცადეთ მეტი დაკვირვებით დახარჯოთ ფული. 

2) კურო - 2019 წელი კუროსთვის მომგებიანი წელი იქნება. წლის ბოლოს შეიძლება გამდიდრდეთ ან სუალც ჯეკპოტი მოიგოთ. მთავარია გააკონტროლოთ თქვენი სურვილები, და არ გაფლანგოთ ფული. 

3) ტყუპები - თქვენ შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ფული. თუ არ ისწავლით მის სწორად დახარჯვას. და საჭირო მიზნებისთვის გამოყენებას. 2019 წელს გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და შეეცადეთ გაუფრთხილდეთ თვენს ბიუჯეტს.

4) კირჩხიბი - თუ თქვენ ძვირფასეულობის და გამოუსადეგარი ნივთების შეძენა გხიბლავთ დროა ეს ჩვევა დაივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი ბიუჯეტი ნულს გაუტოლდეს. მოსალოდნელი არ არის რომ გამდიდრდებით, მაგრამ არც ცუდად იქნება საქმე. მთავარია ფულის სწორად ხარჯვა ისწავლოთ. 

5) ლომი - შესაძლოა 2019 წელს ფინანსური თვალსაზრდისით პატარ-პატარა პრობლემებმა იჩინოს თავი. მაგრამ თქვენი მებრძოლი ხასიათის წყალობით ამ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. წლის ბოლოს თქვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება. ეცადეთ 2019 წელი მშვიდ გარემოში გაატაროთ. 

6) ქალწული - მილიონერი ვერ გახდებით, მაგრამ გექნებათ იმდენი ფული რამდენიც საკმარისი იქნება თქვენი ბედნიერებისთვის. 2019 წელს თავბრუდამხვევი ბედნიერება და ფინანსური სარგებელი გელით. მონდომება კი მთავარია. 

7) სასწორი - იუპიტერის წყალობით თქვენი საფულე 2019 წელს სრულიად უსაფრთხოდ იქნება. რამდენიც არ უნდა ხარჯოთ მაინც სავსე იქნება. მადლობა გადაუხადეთ იუპიტერს რადგანაც მისი წყალობით 2019 წელს თქვენს საფულეში დოლარები დაიწყებს შემოდინებას. 

8) მორიელი - 2019 წელს თქვენთვის სტაბილური იქნება, ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა არ უნდა ელოდოთ ლატარიაში გამარჯვებას ან ჯეკპოტის მოგებას. ფინანსური სტაბილურობისთვის აუცილებელია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იშრომოთ ბევრი.

9) მშვილდოსანი - თქვენ როგორც ყოველთვის, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენთ თვენი საფულის მიმართ. შეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ
არაფრის მომტანი ხარჯები. გმართებთ მეტი დაკვირვებით მიუდგეთ საკითხებს რომლებიც ფინანსებს ეხება. რაც მთავარია გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ უნდა მიიღოთ და ყველაფერი გამოგივათ. 

10) თხის რქა - 2019 წელს თქვენა ფინანსურმა მდგომარეობამ შეიძლება ბევრი გააკვირვოს. თვენ დიდი იღბალი გელოდებათ წინ. შესაძლოა ძალიან მარტივად გამდიდრდეთ. მაგრამ ამის გამო უსაქმოდ ყოფნას არ გირჩევთ. მთავარია მონდომება და შრომა. 2019 წელს დიდი ფინანსური აღმავლობა გელოდებათ რასაც თვენი დაუღალავი შრომით მიაღწევთ. 

11) მერწყული - 2019 წელს თქვენ დიდი ალბათობით სამსახურში დაგაწინაურებენ და ხელფასიც გაგეზრდებათ. შესაძლოა ძვირადღირებული მოგზაურობისთვისაც კი გადაწყვიტოთ თანხის შეგროვება. 2019 წლისთვის ფინანსური სტაბილურობა თვენთვის გარანტირებული იქნება.

12) თევზები - თქვენ არ გიყვართ ფულის დათვლა და მასთან ხშირად კონტაქტი. მაგრამ 2019 წელს აუცილებელია თვენთვის შემოსავლები და ხარჯები მეტი ყურადღებით აკონტროლოთ.