ჰოროსკოპი ქალებისთვის - თქვენი მთავარი ძალა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი - თქვენ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ყოველთვის იცით რას აკეთებთ, დარწმუნებული ხართ თქვენს თავში და თქვენს გასაკეთებელს ყოველთის აკეთებთ. თქვენი წარმატების მთავარი ძალა სწორედ თქვენი თავდაჯერებულობა და უკომპრომისობაა.


2. კურო - თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენზე ფიქრობენ რომ წარმოსახვის უნარი არგაქვთ რადგან მიწაზე ყველაზე მყარად დგახართ, ეს სიცრუეა თქვენი მთავარი ძალა სწორედ თქვენს წარმოსახვის უნარშია, რომელიც პრობლემების მარტივად მოგვარებაში გეხმარებათ.


3. ტყუპები - თქვენ კომუნიკაციის ნამდვილი ოსტატი ხართ. სიტყვების სწორი კომბინაციით და სწორი წინადადებებით ცხოვრებას იმარტივებთ და მას უფრო სასარგებლოს ხდით თქვენივე თავისთვის. თქვენ ყველაფრის უნარი შეგწევთ. ესეთი კარგი კომუნიკაციის უნარის წყალობით, თქვენ ადამიანებით მანიპულაციაც გეხერხებათ.


4. კირჩხიბი - ყოველთვის შეგიძლიათ სიტუაციის შესაბამისად მოქცევა, რადგან საოცრად არტისტული ხართ. თვალთმაქციც კარგად გამოგდით თუ კი ეს გჭირდებათ. სინამდვილეში ამ უნარის წყალობით თავს აღწევთ უსიამოვნო და არასასურველ სიტუაციებსა და უხერხულ მომენტებს. 


5. ლომი - შეიძლება ითქვას რომ თქვენ ყველაზე უშიშარი ხართ. არაფრის არ გეშინიათ და ნებისმიერი წინაღობის გადალახვა შეგიძლიათ. სწორედ ესაა თქვენი მთავარი ძალა.


6. ქალწული - თუ ვინმეზე შეიძლება ბრძენის წოდება ეს უდაოდ თქვენ ხართ. სიბრძნე, მახვილგონივრულობა, მოვლენების გაანალიზების გასაოცარი უნარი და სხარტი აზროვნება სწორედ ესაა თქვენი ძლიერი მხარე. ყოველთვის იცით რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. 


7. სასწორი - თქვენ საოცრად შარმიანი ბრძანდებით. ყველაზე რთულ და უხერხულ სიტუაციებშიც ახერხებთ შეინარჩუნოთ თვალის მომჭრელი მომხიბვლელობა. ყოველთვის ბევრს შრომობთ და ამის ხარჯზე ახერხებთ მარტივად იპოვნოთ გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან. 


8. მორიელი - ორი აზრი არ არსებობს იმაზე რომ თქვენ საოცრად სექსუალიური და მიმზიდველი ხართ. შეიძლება ითქვას რომ თქვენს წინაშე ადამიანები უძლურები ხდებიან. ერთი შეხედვით შეგიძლიათ ადამიანის მოჯადოვება. მიმზიდველობა სილამაზე და განსაკუთრებული ქარიზმა თვენი მთავარი ძალაა.


9. მშვილდოსანი - თქვენ საოცრად გწყალობთ ბედი, ზოგჯერ ზედმეტად იღბლიანიც ხართ და ესაა თვენი მთავარი ძალა. თვენ დიდი ოპტიმიზმით გამოირჩევით, ამისთვის ბუნება ყოველთვის გასაჩუქრებთ. კაცობრიობა რომ განადგურდეს მხოლოდ მშვილდოსანი ქალი გადარჩება რადგან ის არ დაკარგავს იმედს, ამიტომ იღბალი მის მხარეს იქნება.


10. თხის რქა - თქვენ ძალიან ამბიციური ხართ. გჯერათ საკუთარი თავის და მიზნების. უნარი შეგწევთ ყველაზე რთული მიზნის განსახორციელებლად. ყოველთვის კარგი იდეები მოგდით თავში, ეს ყველაფერი ერთად გაქცევთ წარმატებულ ადამიანად. 


11. მერწყული - თქვენ არაორდინალური ადამიანი ხართ. ყოველთვის იჩენთ საკმარის მახვილგონიერებას. თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ ესაა. როდესაც ყველა დაბნეულია და არ იციან როგორ მოიქცნენ, მხოლოდ თქცენ ხართ ის ადამიანი ვინც ჭკვიანურად და სწრაფად სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.


12. თევზები - თქვენი საოცარი ინტუიციის წყალობით ადვილად შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ. ინტუიცია არასდროს გიღალატებთ მთავარია ენდოთ მას. ყოველთვის გრძობთ ესა თუ ის საქმე მოგიტანთ თუ არა წარმატებას და შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ესაა თქვენი მთავარი ძალა.