შემთხვევითობა თუ კოსმიური კავშირი


უნდა გვახსოვდეს, რაც ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და შემთხვევით არავის ვხვდებით.
ყველას, ვინც ჩვენ ცხოვრებებში ჩნდება, რაღაც აქვთ ჩვენთვის სასწავლებელი. ზოგიერთი იმისთვის მოდის რომ ცრემლები მოგვგვაროს, ზოგი კი იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად გაიზარდოს… ქვემოთ საუბარია 6 ყველაზე გავრცელებულ კოსმიურ კავშირზე…

სინქრონისტიკული კავშირის 6 ტიპი
  • ადამიანები, რომლებიც იმისთვის გვხვდებიან, რომ შეგვახსენონ.

ასეთი ადამიანები ჩვენში არსებული ცოდნის გააქტიურებას ახდენენ და გვეხმარებიან მის გაგებაში. ისინი ჩვენი სულის ნაწილები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მალე წავიდნენ ჩვენი ცხოვრებიდან.
  • ადამიანები, რომლებიც გვზრდიან.

ისინი ჩვენი სულის მასწავლებლები არიან. გვეხმარებიან, რომ ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები გავხდეთ. ისინი ჩვენთვის იმ დროს ჩნდებიან როცა გვჭირდება და გვეხმარებიან იმის გააზრებაში თუ ვინ ვართ და რისთვის ვცხოვრობთ.
  • ადამიანები, რომლებიც დარჩებიან.

არიან ადამიანები რომლებიც სიკვდილამდე ჩვენთან ერთად რჩებიან. ისინი ჩვენი დამხმარე სისტემები არიან და მაშინ გვხვდებიან როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მათთან ერთად უამრავ რამეს განვიცდით და მათ გვერდით იმაზე ბევრად ძლიერები ვართ ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით.
  • ადამიანები, რომლებიც ჩვენს გამოსაფხიზლებლად გვხვდებიან.

ასეთი ადამიანები ჩვენ რეალობას თავდაყირა აყენებენ. ჩვენი ნება რომ ყოფილიყო, მათ საერთოდაც არ შევხვდებოდით. მოულოდნელობები ყოველთვის სასიამოვნო არაა, თუმცა, როცა საქმე ზრდას ეხება ნეგატიური გარე ეფექტები მნიშვნელოვანია. სამყარომ ხომ უკეთ იცის რას გავუმკლავდებით და რას ვერა.
  • ადამიანები, რომლებიც ჩვენს სივრცეს ავსებენ.

ეს ადამიანები მოულოდნელად გვხვდებიან და გვახვედრებენ რომ სამყაროში მარტო არ ვართ. შეიძლება ავტობუსის გაჩერებაზე ან მაღაზიის რიგში დავინახოთ და ერთი სიტყვაც არ ვუთხრათ. შეიძლება წლები გავიდეს და ისევ შევხვდეთ და შინაურული გრძნობა დაგვეუფლოს, მისი სახე გვეცნოს და გაურკვევლობაში დაგვტოვოს.
  • ადამიანები, რომლებიც წავლენ.

ადამიანები რომლებიც ნეგატიური გამოცდილების მაგალითები არიან, მათგან შეგვიძლია ვისწავლოთ ყველაზე მეტი… ისინი იმისთვის მოდიან, რომ თავი შეგვაყვარონ და ბოლოს გული გვატკინონ.