როგორ დავიცვათ კანი ზამთრის სიცივისგან

კანზე ზრუნვა წელიწადის ყველა დროსაუცილებელია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მას ზამთარში სჭირდება. ზამთრის ცივ დღეებში კანი მარტივად შრება, რაც არაერთ პრობლემას წარმოშობს.

ვნახოთ, როგორ უნდა მოუაროთ მას ზამთრის ცივ დღეებში - სილამაზის ბლოგერები ყველაზე ეფექტურ მეთოდებს გვიზიარებენ.

1. მოერიდეთ სიცივიდან ძალიან ცხელ გარემოში შესვლას - როცა გარეთ ძალიან ცივა, ოფისებში სახლებში, როგორც წესი გათბობა გვაქვს ჩართული და ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალი ტემპერატურაა. ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს კანისთვის. ძალიან თბილ გარემოში დიდხანს ყოფნა სხეულის ცხომოვან ნაწილში აჩენს ბაქტერიას, ბაქტერია შეიძლება გაჩნდეს სახეზეც, რაც, როგორც წესი, ვნებს კანს, აჩენს გამონაყარს და სიწითლეს.


2. გამოიყენეთ დამატენიანებლები - აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ დამატენიანებელი თქვენი სახის კანის ტიპისთვის. ყველანაირ საშუალებას ნუ წაისვამთ თუ გინდათ, რომ ალერგია ან რაიმე სხვა გართულება არ მოჰყვეს.


3. არ გაჩერდეთ დიდხანს ისეთ ადგილას, სადაც გამომშრალი ჰაერია - როცა გამათბობლებს ვრთავთ, ოთახებში ნაკლები ჰაერია, რაც კანზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ხშირად გამოაღოთ ფანჯრები და გაანიავოთ შენობა.


5. მზისგან დამცავი კრემი - დიახ, ის ზამთარშიც აუცილებელია. ნუ გახვალთ გარეთ მზისგან დამცავი კრემის გარეშე, მზის სხივები ღრუბლიან და ცივ ამინდშიც კი უარყოფითად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე.